ავტორი ზურაბ ჯაში (ღვთისმეტყველების დოქტორი)

წყარო: ჟურნალი “ზღვარი” N2(12) 2024 

რომის იმპერიასთან მრავალსაუკუნოვანმა ისტორიულმა კავშირმა შექმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვერ გამოიმუშავა სახელმწიფო ძალაუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ასეთი შთაბეჭდილება თანაბრად გაზიარებულია როგორც ამ ეკლესიისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების, ასევე თვითონ ეკლესიის წევრების მიერ. განსხვავება მხოლოდ ამ კონფორმიზმის შეფასებაშია: ის, რასაც კრიტიკოსები ნაკლად თვლიან, მიმდევრებისთვის, პირიქით, სათნოებაა. ამგვარ შთაბეჭდილებას თითქოს ადასტურებს როგორც სხვადასხვა თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიაში გავრცელებული იმპერიალისტური იდეოლოგიები, ასევე დიქტატორული მიდრეკილების მქონე ხელისუფლებათა მიმართ ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან ღიად გამოხატული მხარდაჭერა. მაგრამ სინამდვილეში მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული თეოლოგია და გამოცდილება განსხვავებულ სურათს გვიხატავს. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში უბრალოდ წარსულის კუთვნილებას და, ამდენად, მხოლოდ სამუზეომო ექსპონატს კი არ წარმოადგენს, არამედ ის საეკლესიო ცხოვრებისა და აზროვნებისთვის გეზის მიმცემი მარად ცოცხალი ავტორიტეტია. „იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე“ (ებრ. 13:8) – ქრისტიანული რწმენის ფუნდამენტურ სწავლებათა უცვლელობა ეკლესიისთვის სახელმძღვანელო პრინციპია.

სრული ნაშრომი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე