ცენტრალური აზიის ქვეყნები შეადგენენ 20% იმ ქვეყნებისა,
რომლებიც ქრისტიანთა დევნის ქვეყანათა «Open Doors»-ის ინდექსში არიან
ვაშინგტონი; საქველმოქმედო ორგანიზაციის «Open Doors» მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ცენტრალური აზია შედის იმ რეგიონების სიაში, სადაც ქრისტიანები ხშირად იდევნებიან, 12 დან 10 ქვეყანაში მთლიანად ან ნაწილობრივ ჩართულია იმ მსოფლიო 50 ქვეყანათა სიაში, სადაც ქრისტიანული მისიისა და ქრისტიანებისათვის საშიშია ყოფნა, ისლამის აგრესიული ფორმა და სახელმწიფოთა შიგა პოლიტიკა არის ის ორი ძირითად ფაქტორი , რომლებიც ანტიქრისტიანულ განწყობას აძლიერებენ.
რადიკალური ისლამის ზრდას ვარაუდობენ ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაშიც, მუსულმანური რადიკალური დაჯგუფებები, როგორებიცაა “ჰიზბ-უთ-თახრირი” და “ძმები მუსულმანები” , რომლებიც პროპაგანდას უწევენ “მოწამეობის კულტს”, მთელ ამ რეგიონებში ძლიერდებიან. ისინი გვევლინებიან “გამაერთიანებელ და მამოძრავებელ” ძალად ახალგაზრდა მუსულმანთა შორის, რომლებიც ხშირად უკმაყოფილონი არიან პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
მოამზადა: სერგო ფარულავამ
წყარო:http://www.sedmitza.ru











