2013 წლის აპრლში ჩეხეთისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ქრისტეფორე მედიაში ატეხილი სკანდალის გამო გადადგა. სინოდის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი სიმეონი. მას შემდეგ წმინდა სინოდმა რამდენიმეგზის მცდელობის მიუხედავად ეკლესიის მეთაურის არჩევა ვერ შეძლო და მოსაყდრის მოვალეობას კვლავ მთავარეპისკოპოსი სიმეონი აგრძელებდა ბოლო დრომდე.

2013 წლის 9 დეკემბერს პრაღაში შედგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი, მთავარეპისკოპოს სიმეონის თავმდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ წევრები: მთავარეპისკოპოსი როსტისლავი, მთავარეპისკოპოსი გიორგი და მთავარეპისკოპოსი იოაკიმე. გარდა სინოდის წევრებისა სხდომას ესწრებოდა 2-2 მღვდელმთავარი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებიდან. სინოდის გადაწყვეტილებით (3 ხმა 1-ის წინააღმდეგ) მთავარეპისკოპოსი სიმეონი გადაყენებულ იქნა სამიტროპოლიტო საყდრის მოსაყდრის პოსტიდან და მის ნაცვლად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი როსტისლავი. სინოდის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი სახელდება: მთავარეპისკოპოსი სიმეონი მღვდელმთავართა მოთხოვნის მუხედავად არ იწვევდა სინოდის სხდომებს; წმინდა სინოდის ნებართვის გარეშე ღებულობდა რიგ გადაწყვეტილებებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ეკლესიის შიდა მდგომარეობის შესახებ; წმინდა სინოდის წევრთა ნებართვის გარეშე მილანის ედიქტის 1700 წლის იუბილეზე სერბეთის საპატრიარქოში, ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სტატუსით იახლა საპატიო მიტროპოლიტი ქრისტეფორე. სინოდის სხდომის ოქმი ასევ გვატყობინესბ რომ: სხდომის დაწყების წინ მთავარეპისკოპოსი სიმეონი ცდილობდა სხდომაში მონაწილეობის უფლება აღეკვეთა ეპისკოპოს იოაკიმესთვის. ასევე სინოდის დადგენილებით საპატიო მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აეკრძალა მღვდელმოქმედება ტეშოვოს ფერისცვალების მამათა მონასტრის მიღმა. (http://pravoslavnacirkev.cz/aktuality.htm)

აქვე დავძენთ, რომ მოსკოვის საპატრიაქრომ უკვე სცნო სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრედ მთავარეპისკოპოსი როსტისლავი. (https://mospat.ru/ru/2013/12/09/news95553/)

მთავარეპისკოპოსი სიმეონი სინოდის გადაწყვეტილებას უკანონოდ აცხადებს და ავრცელებს წერილს, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ იგი დარჩა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ეკლესიის ერთადერთ კანონიერ იერარქად, რადგანაც სინოდის წევრები მოქმედებდნენ საეკლესიო კანონებთან შეუსაბამოდ, სინოდის წევრებს არ სურდათ გადაეჭრათ პრაღის სამიტროპოლიტოს ვაკანტური კათედრის პრობლემა და მის მოგვარებაში ხელს უშლიდნენ მოსაყდრესაც. გავრცელებული სინოდის ოქმი არ შეიცავს სიმართლეს. ასევე მთავარეპისკოპოსი სიმეონი მოუწოდებს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის სამღვდელოებას არ იქონიონ კავშირი განხეთქილებაში მყოფ მღვდელმთავრებთან, რათა მათი ღვთისმსახურება იყოს კანონიკურ ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან და პირველ რიგში კონსტანტინეპოლის პირველსაყდრის მღვდელმთავარ ბართოლომეოსთან. იგი აპირებს დახმარებისთვის მიმართოს სხვა ადგილობრივ ეკლესიებს და პირველ რიგში მსოფლიო საპატრიარქოს. (http://diak-kuraev.livejournal.com/561003.html)

აქვე დავძენთ რომ სინოდის სხდომა მთავარეპისკოპოს სიმეონთან ერთად დატოვა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ორმა ეპისკოპოსმა. მსოფლიო პატრიარქს კი მთავარეპისკოპოს როსტისლავის მოსაყდრეობა ჯერ არ უცვნია.

ვლოცულობთ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ერთობისა და მშვიდობისათვის.

წყარო: (C) junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/