ბულგარეთის საპატრიარქოს ვარნისა და ველიკოპრესლავის მიტროპოლიტი კირილი ვარნის ახლოს, ზღვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა, აღენიშნება ძალადობის კვალი, გამოძიების ვერსიით მიტროპოლიტი კირილი დაახრჩეს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 ნოემბრიდან, პატრიარქ მასიმეს გარდაცვალების შემდეგ – 2013 წლის 24 თებერვლამდე, პატრიარქ ნეოფიტეს არჩევამდე, მიტროპოლიტი კირილი გახლდათ ბულგარეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. მან როგორც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებშიც.

წყარო