†  ბართლომე

წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა  და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა ბეთლემში დაბადებული მხსნელისგან.

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო,

კვლავ მოიცვა მსოფლიო წმინდა ღამის სურნელებამ, რომელშიც ქრისტე დაიბადა. ადამიანთა შორის ტკივილის, მტრობის, შფოთის და იმედგაცრუების ჟამს გამოცხადდა  ღმერთის განკაცების საიდუმლო, რომელიც ჩვენ გვაფრთხილებს:„სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9), თუმცა  „დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი“(ლუკ 2:11).

საუბედუროდ დღესაც ფიქრობს ბევრი ადამიანი, მსგავსად ბავშვების მკვლელი ჰეროდესი, მკვლელისა და ეგოისტისა, რომელმაც საკუთარი მოყვასი სხვადასხვა ბოროტი ხერხის გამოყენებით დაამხო. ამ ქვეყანაზე ძალაუფლების მფლობელთა ბოროტით შეპყრობილი სულნი ჰეროდეს ჩადენილ მკვლელობას როგორც მაგალითს ისე წარმოაჩენენ. რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, პატარა უცოდველი ჩვილის მოვლინებაში ხედავენ  საკუთარი არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს.  ხოლო  საკუთარი,  ამქვეყნიური ძალაუფლების საფრთხისაგან დაცვის საშუალებად, რომელიც თითქოსდა მათ ამ ბავშვების დაბადებამ გაუჩინა, ისინი ირჩევენ მოსპობისა და განადგურების გზას.

ყრმა იესო, რომლის შესახებაც იყო  ანგელოზთაგან უწყებული, მკვლელობის ჩანაფიქრის თვიდან ასაცილებლად,  იძულებული გახდა  ჩვენი დღევანდელ ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „პოლიტიკურ დევნილად“ ეგვიპტეში გაქცეულიყო, საკუთარ დედასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან და იოსებ დამწინდველთან ერთად.

ჩვენს დროში, უამრავი ბავშვი იძულებულია საკუთარ მშობლებთან ერთად ლტოლვილის ბედი გაიზიაროს, სრულიად შიშვლებს უწევთ უამრავი ტანჯვის  გადატანა რათა გადარჩნენ. ეს ფაქტი კი კაცობრიობის სირცხვილია.

ამიტომ ჩვენი ჭეშმარიტი მხსნელის და მაცხოვარის,  იესოს დაბადების დღეს, ჩვენ გაუწყებთ ამ წმინდა, სამოციქულო და საპატრიარქო  კათედრიდან, რომ  ყველა სახის საზოგადოება ვალდებულია, უზურნველყოს ბავშვების  სიცოცხლის დაცვა და მათი სწავლის უფლება. ასევე  მათი გაზრდა ტრადიციულ ოჯახში, რომლის საფუძველი სიყვარული, სოლიდრობა და სიკეთეა, რასაც დღეს ჩვენ კაცობრიობისათვის განკაცებული ღმერთი გვჩუქნის.

ამქვეყნად მოსული მხსნელი ყველას გვიწვევს, რათა კაცობრიობისათვის კეთილდღეობის გზავნილი მივიღოთ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ხალხთა ჯგუფებმა   ბევრი მოგზაურობა  და გადასახლება გაიარა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  თანამედროვე საზოგადოება შეძლებს  ორი მსოფლიო ომის შემდეგ, საეკლესიო თუ საერო ხელმძღვანელების  და ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, უზრუნველყონ თავიანთ ქვეყნებში ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება. დღეისათვის სამწუხაროდ კვლავ უკუგდებულია  ამ მიზნის განხორციელების იმედი. ადამიანების დიდი ჯგუფები იძულებულნი არიან დევნილობის საშინელი გზა გაიარონ.

ამრიგად არსებულ მდგომარეობას ახასიათებს ლტოლვილების მუდმივად მზარდი რაოდენობა, ეს კი უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მათთან მიმართებაში. ათასობით ჩვენი მოყვასის ტრაგედიის გათვალისწინებით  არ უნდა დავრჩეთ გულგრილნი. ყოველივე ამის დამამტკიცებელი კი – ქველმოქმედებაა. ძე ღმერთის  მოსვლით, რომელიც დაიბადა და ხორცი შეისხა, მოვიდა ამქვეყნდა არა როგორც მეფე, არა როგორც ძალაუფლების მქონე, არა როგორც მბრძანებელი, არა როგორც მდიდარი, არამედ შეუმოსავი, ყოველგვარი დაცვის გარეშე მყოფი ბავშვი, ერთ უმნიშვნელო გომურში დაბადებული, ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე, ისე როგორც ახლა ათასობით ჩვენი მოყვასი ცხოვრობს. აგრეთვე განკაცებული ძე ღვთისა იძულებული იყო, თავისი ცხოვრების პირველი წლები დედამიწაზე როგორც უცხოს შორეულ ქვეყანაში გაეტარებინა, რათა ჰეროდეს ზიზღისაგან თავი დაეცვა. და დღეს უცოდველი  ლტოლვილი ბავშვების  სისხლით ირწყვება მიწა და ზღვა.

ბეთლემში დაბადებული და ეგვიპტეში გაქცეული ღვთის შვილი არის ჭეშმარიტი დამცველი დღევანდელი, დღევანდელ ჰეროდეთაგან დევნილი, სამშობლოდან გამოქცეული ლტოლვილებისა. ღვთის შვილი იესო, ჩვენი ღმერთი რომელიც „უძლურთათვის გავხდა უძლური, რათა უძლურნი შეეძინა“ (1 კორ 9:22) იბადება  ყველა ჩვენგანისათვის: უძლურთათვის, მოძულებულთათვის, საფრთხის ქვეშ მყოფთათვის, დევნილთათვის. სამშობლოდან დევნილი მოყვასის  თანადგომა და დახმარება მიუხედავად მისი ნაციონალობისა, წარმომავლობისა და სარწმუნოებისა,  ჩვენთვის ხდება ღირებული ძღვენი, რომელიც შეფასებულია როგორც „ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მათე 2:11). ხოლო წარუვალი და მარადიულია ის სულიერი სიმდიდრე, რომელიც არ გაიხრწნება, რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს. სიმდიდრე რომელიც ჩვენ გველოდება ცათა სასუფეველში.

თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს გვერდით დევნილებაში მყოფი მოყვასი უნდა აღიქვას როგორც ღმერთის ძღვენი. დღეს ბეთლემში შობილი პატარა ქრისტესთვის  ძვირფასი ძღვენი სიყვარულია, მისთვის მსხვერპლის გაღება და მოყვასისათვის თავის შეწირვა,  დაე გავხდეთ ამ სულგრძელობის მიმბაძველნი. თაყვანი ვცეთ ანგელოზებთან, მოგვებთან, უბრალო მწყემსებთან და ყველა წმინდანთან ერთად, და მოვუწოდოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

მადლი და წყალობა ლტოლვილი ბავშვის იესოსი იყოს თქვენთანა!

ქრისტეშობა 2015

ბართლომე კონსტანტინოპოლელი

ღვთის წინაშე თქვენთის მხურვალედ მლოცველი

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

ბმული