ნიუ – იორკი; წმ. ნიკოლოზის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი , რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს დაინგრა, მალე აღდგება, ა.წ. ოქტომბერში იკურთხება ტაძრის საძირკველი. ტაძართან ერთად აშენდება მთელი კომპლექსი.
ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსო (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) აცხადებს, რომ ტაძრის საძირკვლის კურთხევას აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და სხვა კონფესიათა ლიდერები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ბერძნულ-მართლმადიდებლური წმ. ნიკოლოზის ტაძარი , ნიუ-იორკში 1916 წელს ააშენეს და 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტისას, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობის ჩამოქცევისას დაინგრა.










