31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ორ ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა .
შეხვედრა შედგა კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბულის რაიონი ფანარი).
გადმოცემს ბერძნული სააგენო ” amen.gr”, იმავე წყაროს ცნობით შეხვედრა მიახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
საუბარში მონაწილეობდა ასევე პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზულასი და გალიის მიტროპოლიტი ემანუილი (ორივე მსოფლიო საპატრიარქოდან).
შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რა თქმა უნდა გამორიცხული არაა , რომ უკრაინელი პოლიტიკოსები შეეხებოდნენ უკრაინაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის საკითხსაც.











