რუსეთის საპატრიარქოს ყუბანის მიტროპოლიის (რუსეთი) ოფიციალური განცხადება აფხაზეთში ჩასულ მომლოცველებთან დაკავშირებით
(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)
“ყუბანის ეპარქიაში უამრავი მოთხოვნა შემოდის, ზაფხულის პერიოდში აფხაზეთის სიწმიდეების მოლოცვასთან დაკავშირებით; რამოდენიმე ჯგუფი დაესწრო მსახურებას ახალი ათონის სვიმეონ კანანელის ტაძარში, და მხოლოდ შემდგომ გაიგეს, რომ ამ მსახურებას უკანონოდ აღასრულებდნენ მაიკოპის ეპარქიის მღვდელმსახურები (რმე), რომელთაც თავიანთ ეპარქიაში ღვთისმსახურება აკრძალული ქონდათ – გადმოცემს სინოდალური საინფორმაციო განყოფილება.
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (რმე) არაერთხელ გააფრთხილა თავისი მრევლი, რომ არ შეიძლება დაესწრონ მსახურებას რომელსაც ჩაატარებენ მღვდელმსახურება აკრძალული მღვდელმონაზონი ანდრია (ამპარი) და მღვდელმონაზონი დოროთე (დბარი) , იგივე ინფორმაცია რამოდენიმეჯერ გაავრცელა ეპარქიალურმა გაზეთმა “ყუბანის მართლმადიდებლურმა ხმამ”; და ყუბანისა და ეკატერინოდარის ეპარქიის ვებ გვერდმაც; მაისში ეს ბრძანება რუსეთის პატრიარქის ხელმოწერით დაეგზავნა ამ და სხვა ეპარქიებსაც, თუმცა შესაძლოა ამ ინფორმაციამ ვერ მიაღწია ჩვენი მხარის (ანუ ყუბანის ოლქის – ს.ფ.) ყველა მართლმადიდებელ მორწმუნემდე, ამიტომაც ყუბანის ეპარქია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მღვდელმონაზონ ანდრიას (ამპარი) და მღვდელმონაზონ დოროთეს (დბარი) აკრძალული აქვთ მღვდელმსახურება მაიკოპისა და ადიღეის ეპისკოპოს ტიხონისაგან ჯერ კიდევ 2011 წელს, მათ მიერ თვითნებურად წამოწყებული სქიზმატური მოძრაობის გამო; ამიტომ რადგანაც დღეს მღვდელმსახურები მღვდელმონაზონი ანდრია (ამპარი) და მღვდელმონაზონი დოროთე (დბარი) იმყოფებიან განხეთქილებაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან ( განცხადებაში არაა დაკონკრეტებული კონკრეტულად რომელ ეკლესიასთან განხეთქილებაში ედებათ ბრალი- ს.ფ.) , მათ არა აქვთ უფლება აღასრულონ ნებისმიერი მღვდელმსახურება ახალ ათონზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას.
სამწუხაროა, რომ ახალი ათონის ისტორიული სავანე აღმოჩნდა ისეთი ადამიანების ხელში, რომელთაც გაწყვიტეს კავშირი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მოაკლდნენ მის მადლს; უღრმესი მწუხარების გამომწვევია ისიც, რომ მონასტერში რომელიც რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შემოწირულობით აიგო, მოირთო რუსული ხატებით, და ახალ დროში აღდგა რუსეთის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით და რუსი მოქალაქეების შემოწირულობით , დღეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომლოცველებს არ შეუძლიათ იქ ილოცონ ; შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ახლახანს იურიდიული რეგისტრაცია გაიარე ე.წ. “აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიამ” – სქიზმატურმა ორგანიზაციამ, რომელსაც ზემოთხსენებული მღვდელმონაზონები ანდრია (ამპარი) და დოროთე (დბარი) ხელმძღვანელობენ, რომელთაც რუსეთის ეკლესიამ მღვდელმსახურება აუკრძალა ; შესაბამისად მათ მიერ ან მათი მომხრების მიერ გავრცელებული ნებისმიერი სახის თავის მართლება, მათზე დაკისრებული სასჯელის უარყოფა ან მსგავსი მიიჩნევა უკანონოდ, არ მტკიცდება დოკუმენტებით და არ შეეფერება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს იმ სულიერი საშიშროების შესახებ, რაც განხეთქილებაში მყოფებთან ღვთისმსახურებით ურთიერთობაში ემუქრებათ…”
8 ივლისი, 2013.
წყარო: http://www.pravoslavie.ru
ჩვენის მხრივ, წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, მწუხარებას გამოთქვამს, რომ ხსენებულ “განცხადებაში” ნახსენებიც კი არაა რომ აფხაზეთის სიწმიდეები ქართული კულტურის ნაწილია და აფხაზეთის ეპარქია შედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებში და ამას თავად რუსეთის საპატრიარქოც აღიარებს; ხოლო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი თავად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ბრძანდება.











