აღდგომის დღესასწაულის გამო ათონის ზოგრაფის მონასტერს გადააქვს წმინდა გიორგის ხსენების დღე 6 დან 9 მაისს, გვატყობინებს ბულგარული ვებ გვერდი „24 საათი“ 
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ საძმოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„აღდგომა – ეს არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის, რადგან ამ დღეს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სძლია სიკვდილს და ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ვიყოთ უკვდავნი. რადგან გიორგობის დღე ემთხვევა აღდგომის მეორე დღეს, ამის გამო ჩვენ გადავწევთ მას რამოდენიმე დღით, რათა შესაფერისი პატივი მივაგოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას „ – განაცხადა ზოგრაფის მონასტრის პირველმა ეპიტროპმა, მღვდელმონოზონმა ბესარიონმა. 
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ზოგრაფის მონასტრის საძმოს გადაწყვეტილების თაობაზე. მანამდე ცნობილი იყო რომ, წელს, ბულგარეთის ეკლესიებში გადატანილი იყო ბულგარეთის განმანათლებლის მეფე ბორის მიხეილის ხსენების დღე 2 მაისიდან 9 რიცხვში, რადგან ემთხვევა ვნების ხუთშაბათს. 
წელს, ზოგრაფის მონასტერი დიდმოწამე გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით დაახლოებით 600 მომლოცველს ელოდება, გასულ წელს მომლოცველთა რიცხვმა 700 მდე მიაღწია, მათ შორის ზოგიერთ მათგანს მიწაზე დაძინებაც კი მოუხდა. მონასტრის საძმო ყველა მსურველის მისაღებად ემზადება, მაგრამ შეახსენებს მათ რომ ათონზე ხორცს არ ჭამენ, ამიტომ მომლოცველებს ურჩევენ არ ჰქონდეთ მოლოდინი ტრადიციული სააღდგომო ბატკნისა, და ჰპირდებიან მათ თევზით გამასპინძლებას.

თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ

http://www.sedmitza.ru/text/3652423.html