წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.

უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები

9 ივნისს, საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შედგა ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელიც აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.