2013 წლის 5 ოქტომბერს, მილანის ედიქტის 1700 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით , ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარში გადაიხადეს დოქსოლოგია, ლოცვას ესწრებოდნენონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი – ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსი, იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი – უნეტარესი თეოფილე, რუსეთის პატრიარქი კირილე,მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა – უწმიდესი ირინეოსი, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა – უნეტარესი ქრიზოსტომოს II , მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა – უნეტარესი იერონიმ II, ამიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა – უნეტარესი ანასტასი, იტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა – უნეტარესი საბა, ასევე წარმომადგენლები სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან: გვინეის მიტროპოლიტი გიორგი (ალექსანდრიის საპატრიარქო), არკადიის მიტროპოლიტი ბასილი (ანტიოქიის საპატრიარქო)ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (საქართველოს საპატრიარქო), ვიდინის მიტროპოლიტი დომეტიანი (ბულგარეთის საპატრიარქო), ასევე პრაღისა სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის სამიტროპოლიტოდან ოლომუცკი-ბრნენის მთავარეპისკოპოსი სიმეონი.
სტუმრად მოწვეულები იყვნენ რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ვატიკანიდან, მილანიდან და ბელგრადის კათოლიკური ეპარქიიდან, ასევე “სომხეთის სამოციქულო” ეკლესიიდან.
დოქსოლოგიის ბოლოს სერბეთის პატრიარქი მიესალმა შეკრებილებს და აღნიშნა, რომ “მილანის ედიქტი მთელ ქრისტიანულ სამყაროს აძლევს საშუალებას იპოვოს გზა ახალი თანამშრომლობისა და ღვთის ნებით, იმ ბევრი პრობლემის გადალახვისა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობენ”;ხოლო კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ქრისტიანული ევროპის ეპოქის დასაბამისათვის მილანის ედიქტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წყარო: http://www.pravoslavie.ru









