თეიმურაზ ბუაძე

manavgat escort

სტატიის დასაწყისში ჯერ ვისაუბრებთ ამ ურთიერთობის რომელ ფორმას მოითხოვს რელიგიის კრეაციონისტული ბუნება, შემდეგ კი ვნახავთ, ისტორიულად როგორი სახით ვლინდებოდა ის ქრისტიანობაში და როგორ მახინჯდებოდა ე. წ. ტაძრის შემდგომდროინდელ იუდაიზმსა და ისლამში.

სხვადასხვა რელიგიის სისტემური განხილვა „კრეაციონისტული“ და „მანიფესტაციური“ პარადიგმების მიხედვით რენე გენონმა დაიწყო. ეს მიდგომა შემდგომში მირჩა ელიადემ და სხვა გამოჩენილმა ფილოსოფოსებმა და რელიგიათმცოდნეებმა გამოიყენეს. კრეაციონისტულ პარადიგმაში ყოვლისშემძლე პიროვნული ღმერთი არა- ფრისგან თავისუფლად ქმნის სამყაროს, მათ შორის, ადამიანსაც, რომელიც ასევე პიროვნულობის მატარებელი თავისუფალი არსებაა. ამ კონტექსტში რელიგია ორ თავი- სუფალ პიროვნებას შორის კავშირად აღიქმება და ისინი არსებითად, ანუ ონტოლოგიურად განსხვავდებიან ერთმა- ნეთისგან; ღმერთი იმდენად ამაღლებულია სამყაროზე, რომ ამ უკანასკნელში მხოლოდ მისი ძალა, სიბრძნე, განგებულება ანუ ენერგიები ვლინდება და არა მისი არსი.

წყარო – “გული გონიერი” No 22.

სტატია სრულად – “რელიგია და პოლიტიკა”