ბერძენმა დეპუტატმა ქიროტონიის რიცხვის შეზღუდვის კანონს, ელადის ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა

17 აპრილი

წყარო – ПРАВМИР

„დამოუკიდებელ ელინთა“ საპარლამენტო პარტიის თავმჯდომარე ტერენს კუიკი ღვთისმსახურთა ქიროტონიის რიცხვის შეზღუდვის კანონს დანაშაულებრივს უწოდებს, რომელიც ელადის ეკლესიის განადგურებისკენ არის მიმართული.

როგორც Agionoros.ru იუწყება, დეპუტატი აღნიშნული კანონის გაუქმებას და ღვთისმსახურთა მიერ ვაკანტური ადგილების შევსებას მოითხოვს.

ის აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიდის იქამდე, რომ „ძალიან მალე ეკლესიებში არათუ ლიტურღიისა და საიდუმლოებების ღმსრულებელი მღვდლები, არამედ ზარის დამრეკიც კი აღარ დარჩება“.

დეპუტატი დარწმუნებულია იმაში, რომ „სახეზეა ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს პრობლემა შედარებით მწვავედ მცირე ზომის კუნძულებსა და საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში დგას“.

პარლამენტარი აღნიშნავს, რომ „საბერძნეთის მართმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიაში ღვთისმსახურთა არასაკმარისი რაოდენობა შეინიშნება“. ამასთან ერთად, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში ეკლესიები სრულიად დაცარიელებულია, მაშინ როცა მეჩეთები აგრეძელებენ ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში“.

საბერძნეთის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, შეემცირებინათ სახემწიფო მოხელეთა რიცხვი, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებსაც შეეხოთ, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ ხელფასს და ამის გამო სახელმწიფო მოხელეებად ითვლებიან. ამის შედეგად, მრავალ ეპარქიაში მღვდელმსახურთა მწვავე უკმარისობა შეინიშნება. 2012 წელს მთავრობამ მხოლოდ 70 სამღვდელო პირის ხელდასხმის ნებართვა გასცა, მაშინ როცა 200 ზე მეტი ღვთისმსახური გავიდა პენსიაზე.

თარმნა დავით ხოსიტაშვილმა