ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ჩიხში მოექცეს. წმინდა სინოდის სხდომაზე ჯერ არ გადაუწყვეტიათ სამი კანდიდატიდან რომელი იქნება საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე. სტარა ზაგორის მიტროპოლიტი გალაკტიონი სინოდის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთერთია, რომელსაც ერთით მეტი ხმა აქვს მიღებული სხვა ორი კანდიდატისგან – მიტროპოლიტ ნეოფიტესგან და მიტროპოლიტ გაბრიელისგან განსხვავებით, თუმცა ხმების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა არჩევნების მომდევნო ეტაპი გაიმართოს. რთული სათქმელია შეიცვლიან თუ არა თავიანთ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები, ბრძანებს მეუფე იოსები, მიტროპოლიტი ამერიკის, კანადის და ავსტრალიისა.
მიტროპოლიტი გალაკტიონი
სხდომამდე მინიმუმ 7 დღით ადრე სინოდი საიდუმლო კენჭისყრით ირჩევს სამ შესაძლო კანდიდატს, რომლებმაც ხმების არანაკლებ 2/3 უნდა მიიღონ, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუკი ორი მიტროპოლიტი თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებს, მაშინ კენჭისყრა უნდა გაგრძელდეს მანამდე სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მიიღებს ნახევარზე მეტ ხმებს.
მიტროპოლიტი ნეოფიტე
ეპარქიათა მიერ კანდიდატების წარდგენას მცირე სკანდალიც მოყვა: არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე ერთ-ერთმა მღვდელმა პეტრ სტოიმენოვმა ბრალი დასდო პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ კირილს, რომ ის არჩევნების გაყალბებას გეგმავდა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე სინოდის წევრები მისდამი განსაკუთრებულად ლოიალურად იყვნენ განწყობილნი, რაც მისი გამარჯვების განმაპირობებელი გახდებოდა.
მიტროპოლიტი გაბრიელი
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მაქსიმე 98 წლის ასაკში 6 ნოემბერს გარდაიცვალა. მის მოსაყდრედ წმინდა სინოდიმა 12 დან 7 ხმით მიტროპოლიტი ვარნისა და ველიკოპრესლავისა კირილე აირჩია, თუმცა ეს არჩევანი პლოვდივის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გააპროტესტა, მიუთითა რა იმაზე, რომ წმინდა სინოდი 14 წევრისგან შედგება და მას ხმათა უმრავლესობა არ მიუღია. პროტესტის ნიშნად მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 40 დღიანი დუმილი გამოაცხადა და უარი განაცხადა სინოდის სხდომის მონაწილეობაში.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუკი დროულად ვერ მოახერხებს სასურველი საპატრიარქო კანდიდატების შერჩევას.
წმინდა სინოდმა პატრიარქი 24 თებერვალს უნდა აირჩიოს.












