პატრიარქი: აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აფხაზებსა და ქართველებს შერიგებისკენ მოუწოდებს

,,მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისი თქმით, დღეს არის, როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების დღე.

,,დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისი განცხადებით, აფხაზეთის ტრაგედია იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია.
პატრიარქმა ქადაგების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.

წყარო